„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, შსს-მ ბოლნისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს

ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში დაფიქსირებულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების’’ ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის მხრიდან დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი როდესაც მან, ტელეკომპანია ,,მთავარი არხი“-ს ჟურნალისტზე, ჯეიხუნ მუჰამედალიზე, რომელიც წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს აშუქებდა, ძალადობის მუქარა განახორციელა.

„მედიას გადამწყვეტი როლი ეკისრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ღიად და სამართლიანად ჩატარებაში. აღნიშნული ფაქტი ხელს უწყობს პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზების გაზრდას და ახდენს ძალადობის წახალისებას, რაც აზიანებს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს. აუცილებელია ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოხდეს სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან,“ - განაცხადა კუპრავამ.

„გუშინ, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა/გაერთიანებული ოპოზიციის“ საქმიანობაზე ხელშეშლის ფაქტი. რომელშიც მონაწილეობდნენ, ბოლნისის საკრებულოს დეპუტატი ვუგარ ისმაილოვი და მისი თანმხლები პირები.

ამასთან, პოლიტიკური სუბიექტის ,,ქართული ოცნების’’ ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის მხრიდან დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტული ფაქტი, როცა მან ტელეკომპანია „მთვარი არხის“ ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა