გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები საქართველოს დემოკრატიაზე ძალიან დადებითად იმოქმედებს, 6%-ის აზრით კი - ძალიან ნეგატიურად

IRI-ის გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ, პროპორციული მანდატების 77-დან 120-მდე გაზრდა, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ძალიან დადებითად იმოქმედებს.

კერძოდ, კითხვაზე, მოახდენს თუ არა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე პოზიტიურ ან ნეგატიურ ზეგავლენას საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ, პროპორციული მანდატების 77-დან 120-მდე გაზრდა, 17% -მა უპასუხა, რომ ამას ძალიან დადებითი ზეგავლენა ექნება, 38% მიიჩნევს, რომ ზეგავლენა ნაწილობრივ დადებითი იქნება, 12 % ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ნაწილობრივ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, 6%-ის აზრით კი - ძალიან უარყოფითს.

გამოკითხულთა 27 %-მა კი არ იცის, ან კითხვაზე პასუხი არ აქვს. ცნობისათვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI ) კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-დან 21 აგვისტოს შუალდეში Institute of Polling and Marketings-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს