ეკატერინე ტიკარაძე - აჭარაში სიტუაცია კონტროლირებადია და ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, აჭარაში სიტუაცია კონტროლირებადია. მისი თქმით, 500-ზე მეტი საწოლფონდია მობილიზებული.

"სიტუაცია კონტროლირებადია და ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე და მიკვლევადობა ბევრად უფრო გაუმჯობესებულია. რაც შეეხება საწოლფონდს, მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ყველა ჰოსპიტალის წარმომადგენლებს, რომლებიც კოვიდინფექციის მართვით პროცესში არიან ჩართული. იმ თანამშრომლობისთვის, რა საჭიროებაც დღეს ქვეყანაში დგას. დღეს აჭარაში 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და 150-მდე საწოლი ამ ეტაპისთვის თავისუფალი არის. ასევე ეფექტურად მიმდინარეობს პაციენტების მკურნალობა სასტუმროებში და სასტუმროებში გვაქვს დამატებითი თავისუფალი ადგილი. გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხრიდან შეუფერხებლივ ხდება პაციენტების გადაყვანა ჰოსპიტლებში.

ამ ეტაპისთვის დამატებით 40 პაციენტი გადაგვყავს, აღსანიშნავია რომ პაციენტების უმრავლესობას მსუბუქი ფორმა უფიქსირდება, რის შემდგომაც ისინი სასტუმროს საკარანტინე სივრცეებში მოთავსდებიან და მათზე ექიმები მეთვალყურებას ახორციელებენ, ეგ პროცესი თამარ გაბუნიას პირად კონტროლზე აქვს აყვანილი. ჩვენს პაციენტების ჯანმრთელობას არანაირი რისკი არ ემუქრება. პროცესი გრძელდება და დღის განმავლობაში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

ეპიდემიოლოგები კარვებში საჭიროებისამებრ იმყოფებიან, მათი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების კონტროლი და კონტაქტების მოძიება. მათი დაყოვნება არის მიზნობრივი, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც პანდემიის გავრცელების მონიტორნიგში არის ჩართული. კარვებში საჭიროდ აღჭურვილი და დატრენინგებული ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც ყველა საჭირო ღონისძიებებს ახორციელებენ",- აცხადებს ტიკარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო