ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი უნდა გახდეს

„ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს - ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ და პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტში ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

რომან გოცირიძის თქმით, ეს კანონპროექტი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოკომოტივი გახდება. გოცირიძის თქმით, კანონპროექტი ასევე გახდება „ნაციონალური მოძრაობის" და მისი მაჟორიტარი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ქუთაისში საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, თუ რა დამართეს ქალაქს, პარლამენტის ამ უნიკალურ შენობას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩამონგრევის პირასაა. დღეს ეს ტერიტორია გადაქცეულია ბუჩქნარად და სარეველა მოედო. ასეთი თავნებობა რომ არ განმეორდეს რომელიმე პარტიის მხრიდან, ჩვენ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადატანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას და ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული", - განაცხადა გოცირიძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აუცილებლად მიაღწევენ მიზანს, რომ „ქუთაისს დაუბუნდეს ის, რაც „ქართულმა ოცნებამ" წაართვა". ვაშაძის თქმით, საინტერესო იქნება ამ კანონპროექტის განხილვა, რადგან მთელი საქართველო დაინახავს, ვინ არის ქუთაისის კეთილმოსურნე და ვინ, არა.

„ჩვენ დაპირება გვქონდა 2018 წელს, რომ ყველანაირად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ უსამართლოდ წართმეული საპარლამენტო დედაქალაქი სატატუსი ქუთაისს აღუდგეს. ჩვენ ამ მიმართულებით პირველი სამართლებრივი ნაბიჯი გადავდგით. ამ კანონპროექტში არის ის, რაც ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდათ დაკვეთა. ეს არის ბიუჯეტის გაორმაგება, მოქალაქეების მიერ პოლიციის უფროსის არჩევა, სამინისტროების წარმომადგენლობების გახსნა ქუთაისში და ყველაფერი ის, რასაც ეს ქალაქი თავისი ისტორიით და კულტურით იმსახურებს ", განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო