სერგო ჩიხლაძე - ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის არასწორი მენეჯმენტისა და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი და ლარის გაუფასურების პროცესი პროგრესირებადი, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა მყისიერ ნაბიჯებს არ გადაგამს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ლარის კურსსზე საუბრისას განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, მთავრობის მხრიდან ეროვნული ვალუტის სიჯანსაღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებები აბსურდულია და რეალობას არ შეესაბამება.

„ქალბატონი მინისტრისა და მთვრობის ლარის სიჯანსაღესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ზოგადად მიანიშნებს იმ ფაქტზე, თუ რამდენად აცდენილები არიან და ვერ აღიქვამენ რეალობას. ლარის გასამყარებლად მარტო წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა 400 000 000-მდე დოლარი დახარჯა და ჩვენი ინფორმაციით, წლის ბოლომდე 150-200 მლნ დოლარის დახარჯვას გეგმავს. მიუხედავად ასეთი ინექციებისა, ლარი წლის დასაწყისიდან ახლანდელ ნიშნულთან შედარებით, მაინც მკვეთრად გაუფასურებულია და სამწუხაროდ, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. ამის მიზეზია ის არის, რომ ბიზნესს არ აქვს მთავრობის მიმართ ნდობა, ვერ გრძნობენ მხარდაჭერას და უფრო მეტიც, მათი მხრიდან, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ძირითადად ნეგატიური მოლოდინებია. განსაკუთებით კი, ახლა და ეს რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის არასწორი მენეჯმენტისა და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. სამწუხაროდ, ის არასწორი სვლები და მათ შორის,ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას აქვს აღებული, დღესაც გრძელდება. შესაბამისად, ამ ფონზე ლარის გაუფასურების პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება, უფრო მეტიც, ინფლაციისს პროცესი იქნება უფრო მეტად პროგრესირებადი, ვიდრე დღეს არის“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს