კიშინიოვის ქუჩაზე სპორტული სივრცისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის ქუჩაზე 5 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი და ქვიშის მოედანი; დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. ასევე, შესრულდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხბურთის ძველი, დაზიანებული სტადიონი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად კეთილმოწყობილი სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე გვექნება. სპორტული სივრცის გარდა, ვაკეთებთ ბავშვთა გასართობ ზონას. ეს ადგილი ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ღირებულება 711 482 ლარია და სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა