სერგი კაპანაძე - IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ქვემოთ, ხოლო ჯამური ოპოზიციური რეიტინგი ზემოთ მიდის

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით, IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ქვემოთ, ხოლო ჯამური ოპოზიციური რეიტინგი ზემოთ მიდის.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია მზაობა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის.

„IRI-ის კვლევაში ისევე როგორც ბოლოს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში, ჩანს ერთი რამ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მიდის ქვემოთ, ჯამური ოპოზიციური რეიტინგი მიდის ზემოთ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით ან დგას ერთ ადგილზე, რაც ასევე ცუდია მთავრობისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს კომბინაცია არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების , რაც არის საზოგადოებაში, ანუ საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და ამიტომ ამ კვლევაში სწორედ ეს არის აღნიშნული. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიდგომა, რომ ყველაფერი კარგადაა, არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველა არის ბედნიერი, არის არასწორი და ამ კვლევებში სწორედ ეს ჩანს“, - განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმაა მოსახლეობას წარუდგინოს თავისი ცვლილებების გეგმა და დაარწმუნოს, რომ ერთადერთი გამოსავალი დღეს შექმნილი კრიზისიდან არის ამ გეგმის განხორციელება, რაც გულისხმობს გადასახადების შემცირებას, ოჯახებში მეტი ფულის დატოვებას, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებას, ბიზნესების ამოქმედებას, ინვესტიციების მოზიდვას და ჯამში გამდიდრებას.

ცნობისთვის, გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა