გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმ ადამიანების 80%, რომლებიც ამბობენ, რომ არ გადაუწყვიტავთ ვის მისცემენ ხმას, ან უარს ამბობენ პასუხზე, ოპოზიციურად განწყობილია

პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმ ადამიანების 80 პროცენტი, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ არ გადაუწყვიტავთ, ვის მისცემენ ხმას არჩევნებში, ან უარს ამბობენ პასუხზე, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია და ისინი როგორც წესი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევენ. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და პარტიის ყველა წევრის პატივისცემა NDI -ის და IRI - ის მიმართ. ეს ორი ორგანიზაცია საქართველოში შემოსვლის დღიდან ემსახურება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას. ყოველთვის გვაქვს პატივისცემა და სრული ნდობა შედეგების, მაგრამ როცა ახსენებთ ოპოზიციური პარტიის რეიტინგს, არ დაგავიწყდეთ რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებმაც უარი თქვეს პასუხზე, ან არ გადაუწყვიტავთ ვის მისცემენ ხმას. ამ ადამიანების 80 პროცენტი დარწმუნებული იყავით, რომ არიან ოპოზიციურად განწყობილი და როგორც წესი, ხმას მისცემენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

მე ეს კინო ნანახი მაქვს უკვე - საქართველოს მოქალაქე ერიდება თავისი აზრის გამოხატვას, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში არის უკიდურესად დაშინებული, თავს იზღვევს და ცდილობს არ გამოხატოს აზრი, რომ თვითონ ან ოჯახის რომელიმე წევრი არ იქნას მკაცრად დასჯილი „ქართული ოცნების" მიერ",- განაცხადა ვაშაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო