გრიგოლ ვაშაძე პრემიერის დანიშვნის საკითხზე - ნუ დავიწყებთ იმ ნადირის ტყავის გაყოფას, რომელიც ჯერ კიდევ ტყეში დაბორიალობს

ნუ დავიწყებთ იმ ნადირის ტყავის გაყოფას, რომელიც ჯერ კიდევ ტყეში დაბორიალობს,- ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36%-ის აზრით კი, ეს მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა გააკეთოს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, პირადად მისი მოსაზრებაა, რომ პრემიერის კანდიდატზე კოალიციაში უნდა შეთანხმდნენ.

„არჩევნების ბოლომდე მივიდეთ, მივიღოთ სიამოვნება ოპოზიციის გარდაუვალი გამარჯვებისგან, შემდეგ ვნახოთ პროცედურულად, ორგანიზაციულად როგორ განიხილება ეს საკითხი. მე თუ მკითხავთ, თუ ჩვენ კოალიციური მთავრობა გვექნება, რაც მე, პირადად, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების აუცილებელ წინაპირობად მიმაჩნია, კოალიციაში უნდა შეთანხმდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა