ჯანმო-ს წარმომადგენელი - კოვიდ 19 პოლიტიკურ ფეხბურთად არ უნდა იქცეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელის მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებმა თავიანთ საზოგადოებებს თანმიმდევრული შეტყობინებები უნდა გაუგზავნონ და კოვიდ 19 პოლიტიკურ ფეხბურთად არ უნდა იქცეს.

„მთავარია, მთავრობებმა, სამეცნიერო დაწესებულებებმა განიხილონ მტკიცებულებები და საზოგადოებას მიაწოდონ სრული და ადვილად გასაგები ინფორმაცია, რათა ხალხმა შეძლოს შესაბამისი ზომების მიღება”, - უპასუხა ჯანმო-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელის რობერტ რედფილდის მიერ გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ეხებოდა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ქვეყანამ ყველა დონეზე თანმიმდევრული განცხადებები უნდა გააკეთოს.

„აუცილებელია, რომ ყველა დონეზე თანმიმდევრული შეტყობინებები გავაგზავნოთ. ეს არ ეხება მხოლოდ რომელიმე ერთ ქვეყანას, ან ორგანიზაციას აუცილებელია თანმიმდევრული შეტყობინებები მეცნიერებისგან, მთავრობისგან. აუცილებელია, პანდემიას არ დავცინოთ და არც გარკვეული სახის პოლიტიკურ ფეხბურთად ვაქციოთ,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმაპმა გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად სამ-ოთხ კვირაში იქნება. რობერტ რედფილდი კი მიიჩნევს, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი 2021 წლის შუა პერიოდში იქნება. გარდა ამისა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა განცხადა, რომ პირბადემ შესაძლოა, კოვიდ 19-სგან ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას. ამ კომენტარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. „ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა, როცა ეს თქვა. ეს უბრალოდ არასწორი ინფორმაციაა,“- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა