ანა ნაცვლიშვილი - ქართველი ამომრჩეველი ძალიან გამოცდილ ამომრჩევლად ჩამოყალიბდა, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ გაარჩიოს ყალბი დაპირებები საქმის მკეთებელი ხალხისგან

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუ ვის მისცემენ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ხმას. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ნაცვლიშვილმა IRI-ის კვლევა შეაფასა და განაცხადა, რომ როდესაც „ლელო“ თითოეულ მოქალაქეს გააცნობს საკუთარ „მარშალის“ გეგმას, გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთება ძალინ მარტივი გახდება.

„ჩემთვის ობიექტურად ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი არის ის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ფიქსირდება ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში ამომრჩეველი უკიდურესად დაღლილია სადღეგრძელოებით და არარეალისტური დაპირებებით, ასევე, ძალიან კარგად ვიცით, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ყალიბდება ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. ამ მოცემულობაში, „ლელოს“ აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ სწორედ ამ ადამიანებს, რომლებიც დაიღალნენ საქმის ნაცვლად საუბრით, ყველა ამ ადამიანამდე მივიდეთ და ვესაუბროთ არა მხოლოდ პრობლემებზე, რომლებიც მოქალაქეებმა ძალიან კარგად იცინ, არამედ გამოსავალზე, რომელიც ქართულ საზოგადოებას შევთავაზეთ „მარშალის“ გეგმის სახით“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი განმარტებით, ძალიან პოზიტიურია ის განწყობა, რომლითაც მათ ამომრჩევლები ხვდებიან და რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში არის. როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, უკვე გამოცდილმა ქართველმა ამომრჩეველმა იცის, როგორ გაარჩიოს ყალბი დაპირებები საქმის მკეთებელი ხალხისგან.

„ამ წლების განმავლობაში ქართველი ამომრჩეველი ძალიან გამოცდილ ამომრჩევლად ჩამოყალიბდა, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ გაარჩიოს ყალბი დაპირებები საქმის მკეთებელი ხალხისგან. ჩვენ წინ მთელი თვენახევარი გვაქვს და სრული მოწადინება იმისა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი „მარშალის“ გეგმა. პრობლემები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ დღეს „ლელო“ არის ის გუნდი, რომელიც ქართულ პოლიტიკას და შესაბამისად, ქართველ ამომრჩეველს სთავაზობს კომპეტენტურ, საქმის მკეთებელ, მცოდნე გეგმის მქონე გუნდს. დარწმუნებული ვარ, როგორც კი მოვახერხებთ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი „მარშალის“ გეგმა, გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთება ძალინ მარტივი გახდება“,-აცხადებს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს