ზურაბ ჭიაბერაშვილი - გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ამ კრიზისის გამოსწორება, ეროვნული ბანკის ამგვარი ერთჯერადი ინტერვენციებით ვერ მოხერხდება

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი ივანიშვილის ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც კორონაკრიზისის არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაამძაფრა.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის გარდამტეხი ცვლილებები და არა ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციები.

„ვერანაირი 40, ან თუნდაც 80 მილიონიანი ინტერვენციები ეროვნული ბანკიდან ვერ დააკომპენსირებს იმ უზარმაზარ ზიანს, რაც ქართულმა ეკონომიკამ, ლარმა და ჩვენი მოქალაქეების ჯიბემ მიიღო განვლილი 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა დაასუსტა ჩვენი ეკონომიკური იმუნიტეტი და იმის ნაცვლად, რომ კორონაკრიზისს, მაღალი ეკონომიკური ზრდით უფრო ჯანსაღად შევხვედროდით, ვხვდებით უფრო დასუსტებული ეკონომიკით და ბუნებრივია, კორონაკრიზისის პირობებში, მითუმეტეს იმ ჩაკეტვით რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, კიდევ უფრო სუსტად ვართ და კიდევ უფრო მეტ ზიანს იღებს ეკონომიკაც, ლარიც და ჩვენი მოქალაქეების ჯიბეც.

ამრიგად, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ამ ვითარების გამოსწორება, ეროვნული ბანკის ამგვარი ერთჯერადი ინტერვენციებით ვერ მოხერხდება“,- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა