ანზორ ბიწაძე - წინასაარჩევნო კვლევები ბანქოს მკითხაობას ჰგავს

„ქართული ოცნების“ მიერ დაკვეთილი კვლევების გარდა ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ მოსახლეობა ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე IRI-ის კვლევას.

მისივე განცხადებით, დაუწერელი კანონია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ მოსახლეობის გადაუწყვეტელი ნაწილი ხმას სწორედ ოპოზიციას აძლევს.

,,ჩვენ უკვე ვნახეთ NDI-ის კვლევები, რომელიც რადიკალურად განსხვავდება IRI-ს მონაცემებისაგან. ასევე სულ სხვა სურათს გვაძლევს Edison Research-ის კვლევის შდეგები. გარდა ამისა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩამოუყალიბებელია არჩევანში და მოვლენებს აკვირდება. საერთოდ, წინასაარჩევნო კვლევები ბანქოს მკითხაობას ჰგავს. „ქართული ოცნების“ მიერ დაკვეთილი კვლევების გარდა ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ მოსახლეობა ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა. ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმის, რომ 31 ოქტომბერს ხელისუფლება გაცილებით ნაკლებ ხმებს აიღებს,“ - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო