მამუკა მდინარაძე IRI-ის კვლევაზე - ვინმემ ხომ არ იცით, ეს ხალხი ნახევარფაბრიკატს რატომ აჩვენებს საზოგადოებას?

ვინმემ ხომ არ იცით, ეს ხალხი ნახევარფაბრიკატს რატომ აჩვენებს საზოგადოებას? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, კვლევებზე საუბარი, სადაც ალოკაციას არ აკეთებენ, არარელევანტურია.

"კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რამდენ პროცენტს მიიღებდა "ქართული ოცნება" ან "ევროპული საქართველო" ან "ლელო" ან "ნაცმოძრაობა", ვინმეს პასუხი გაქვთ, მათი ამ შემთხვევაში CRRC ან IPM- ის კვლევებიდან გამომდინარე, ვინც ჩაატარა საველე სამუშაოები? - არ გაქვთ ხომ? ჩვენ მაქსიმუმ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ კვლევების რელევატურობაზე, სადაც პასუხი არის, მაგალითად "გორბმა" ჩაატარა კვლევა, სადაც მინიმუმ 56 პროცენტს მიიღებს "ქართული ოცნება" დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 4 პროცენტი დარჩა გადაუნაწილებელი და ალბათ რაღაც არგუმენტები ჰქონდა, რომ 4 პროცენტის შეწონვა, ალოკაცია არ გააკეთა. „რუსთავი 2“- ის კვლევამაც 56 პროცენტამდე დადო და თქვეს, რომ ეს არის საარჩევნო პროგნოზი, ეს არის სოციოლოგის საქმე. ახლა ვხედავთ, რომ CRRC ან IPM ატარებენ კვლევებს და შემდეგ ამას აქვეყნებენ სამწუხაროდ NDI და IRI და ვხედავთ რაღაც ციფრებს, სადაც თქვენც კი არ გაქვთ პასუხი, რა შედეგი დადო ამ ხალხმა. იცით რატომ? - ნახევრადფაბრიკატია. ერთ შემთხვევაში გაიპარა, რომ მოსახლეობის 56 პროცენტი თვლის, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და სამართლიანად, ეს რას ნიშნავს, ალბათ ხვდებით. IPM- ის ჩატარებულ კვლევაში კიდევ ერთი მონაცემი გაიპარა, რომ ასევე 56 პროცენტს მიაჩნია, რომ საპარლამენტო პოზიციაში მოხვედრის ალტერნატივა არ არსებობს სხვა პარტიების მხრიდან, ანუ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში ალტერნატივა არ ჰყავს. თუ ამას მიიჩნევს საქართველოს 56 პროცენტი, მაშინ ეს ალოკაციის გარეშე ციფრები რა საჭიროა? რაში სჭირდება ხალხს რაღაც ციფრები, რომელიც არის ნახევარფაბრიკატი? "- განაცხადა მდინარაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა