გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვის რეიტინგიც მუდმივად იზრდება, მოსახლეობა მთავარ კვლევას 31 ოქტომბერს დადებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავარ კვლევას საქართველოს მოსახლეობა 31 ოქტომბერს დადებს. ამ განცხადებით ვაშაძე IRI-ის ახალ კვლევას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ კვლევის მიხედვითაც ჩანს, რომ არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა მაღალი იქნება.

„მთავარი კვლევა იქნება 31 ოქტომბერს. თუმცა IRI-ის კვლევაც აჩვენებს, რომ 31 ოქტომბერისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იქნება მაღალი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ემზადება ხელისუფლების, მატყუარა და დამსხვრეული ოცნებების პარტიის შესაცვლელად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“- ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისი რეიტინგიც იზრდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოველთვის ვსაუბრობთ პროგრამით, ანტიკრიზისული გეგმით, როგორ უნდა ვუშველოთ უმუშევრობას, როგორ უნდა დავწიოთ საბანკო პროცენტები. ჩვენ არ ვსაუბრობთ უბრალოდ პრობლემებზე, ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე, აი, აქ არის ჩვენი ხელწერა, არ შევდივართ კინკლაობაში. ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ და მიუთითებთ რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი. სწორედ, ამ მიდგომით გავიმარჯვებთ არჩევნებში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა