ეკატერინე ტიკარაძე - არჩევნები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში უნდა ჩატარდეს

არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო ზომები იქნება მიღებული, სადაც მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ.

" ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და შრომითი უსაფრთხოება დეტალურად მუშაობს თითოეული პარტიის წარმომადგენელთან, ასევე ცესკოსთან, რომ უბნებზე მოწყოს ყველა ის უსაფრთხო ზომები, რომლითაც მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ ყოველგვარი შიშის და საფრთხის გარეშე დააფიქსირონ თავიანთი ხმა. იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს და განაგრძოს დემოკრატიული გზა.

როგორ მოეწყობა ეს სივრცე - დეტალებზე შეთანხმებულები არა ვართ, იმიტომ რომ არსებობს მრავალგვარი გამოსავალი და ამ მრავალგვარი გამოსავლიდან ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საუკეთესო შევარჩიოთ ანუ უსაფრთხო გამოსავალი.

როდესაც დეტალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ როგორი იქნება ეს სივრცეები ჩვენს მოქალაქეებს გავაცნობთ. გავაცნობთ ყველა მოცემულობას როგორი იქნება საარჩევნო სივრცე კოვიდ პანდემიის პირობების დროს",- აცხადებს ტიკარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა