პრემიერი - დაახლოებით 500 სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი რეისი შესრულდება ბერლინის მიმართულებით

დაახლოებით 500 სტუდენტი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გადავიყვანეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ქართველი სტუდენტებისთვის გერმანიის მიმართულებით მორიგი სპეცრეისი დაინიშნება.

„ მინდა გითხრათ, რომ სასწავლო წელი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ეტაპობრივად იწყება. ჩვენ ვეხმარებით ქართველ სტუდენტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში დაბრუნებაში, იცით რომ 3 სუბსიდირებული რეისი განვახორციელეთ. დაახლოებით 500 სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი რეისი გაკეთდება, გერმანიის, ბერლინის მიმართულებით. გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას იმისთვის რომ სუბსიდირებით, შეღავათიან ფასებში დაუბრუნდნენ ისინი იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“,-განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა