თეონა აქუბარდია ევროპარლამენტის რეზოლუციის კანონის უზენაესობის ნაწილს საგანგაშოს და შემაშფოთებელს უწოდებს

“სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ევროპარლამენტის რეზოლუციის კანონის უზენაესობის ნაწილს საგანგაშოს და შემაშფოთებელს უწოდებს.

მისივე თქმით, რეზოლუცია პირდაპირ აღიარებს სახელმწიფოს მიტაცებასა და კორუფციას, მოსამართლეების ბოლოდროინდელი დანიშვნების შეუსაბამობას საერთაშორისო რეკომენდაციებსა და სტანდარტებთან, საპარლამენტო კონტროლის ნაკლებობას მთავრობასა და უსაფრთხოების სამსახურებზე და აშ.

„საგანგაშოდ მიგვაჩნია ევროპარლამენტარების ანგარიში სახელმწიფო მიტაცებასა და ანტიკორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით. ასოცირების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგაც კი მთავრობამ ვერ მოახერხა მისი განხორციელება, როგორც ამას ასოცირების ხელშკრულება ითხოვს. ეს არის სწორედ მთავრობის პოლიტიკის პრობლემა, სწორედ ამის შედეგია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკის ნეგატიური ფონი. სწორედ ამიტომ არ იქმნება სამუშაო ადგილები ქვეყანაში. მთავრობა არ იყენებს ამ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე გააჩნია - არ ავითარებს ეკონომიკას და არ ქმნის სამუშოა ადგილებს. რეზოლუცია პირდაპირ აღიარებს, რომ ქვეყანაში არ არის სათანადო საარჩევნო გარემო, კერძოდ, საარჩევნო პროცესში გამოყენებულია ადმინისტრაციული რესურსი, ფიქსირდება ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება და თავისუფლად ხმის მიცემის შეზღუდვა განსაკუთრებით საჯარო მოხელეების მიმართ, ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომი და ა.შ. ამიტომ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით და დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა,“ - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო