„ათეას“ წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრმა ნინო ქავთარაძემ, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ავრცელებს.

სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის შედეგებზე, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ასევე Covid-19- ით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის დაძლევის გზებზე იმჯელეს და პანდემიის პირობებში ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები განიხილეს.

,,კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეენდერტ ვერბეკმა კონგრესის მიმდინარე საქმიანობა შეაფასეს და სხდომის მონაწილეებთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მორიგი შეხვედრა, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გაიმართება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო