ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი შიმშილობს

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი შიმშილობს, - ამის შესახებ ადვოკატი ალექსნადრე კობაიძე აცხადებს.

ალექსანდრე კობაიძე, რომელიც მოშიმშილე დედების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, აცხადებს, რომ პატიმრებმა, მოშიმშილე დედებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მხარდაჭერის მიზნით, შიმშილობა დაიწყეს.

„პატიმრები სოლიდარობას უცხადებენ მოშიმშილე დედებს, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან. მათი მოთხოვნაა, რომ საკანონმდებლო ორგანომ არჩევნებამდე მიიღოს და დაამტკიცოს ამინისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია პირველ სექტემბერს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პატიმრების მოთხოვნა არის, რომ პარლამენტმა განიხილოს ამინისტიის შესახებ კანონპროექტი“,-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ .

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან პატიმრების დედები საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით უკვე მე-10 დღეა შიმშილობენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა