ევროპარლამენტი ევროკავშირს ლუკაშენკოსა და სხვა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი არ აღიარებს 9 აგვისტოს ბელარუსში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან არ აღიარებს ქვეყნის პრეზიდენტად, ანუ როგორც კი მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება,- ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში რეზოლუციის შესაბამის შეთანხმებულ ტექსტში.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ევროპარლამენტი ევროპული საბჭოს პოზიციის გათვალისწინებით, არ აღიარებს 9 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსში, რადგან ის გაიმართა საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების აშკარა დარღვევებით, არ ვაღიარებთ მოქმედ ავტორიტარულ ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად როგორც კი 5 ნოემბერს მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება“ - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტარები ასევე მკაცრად გმობენ მასობრივ დაპატიმრებებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალადობრივი დარბევების ფაქტებს.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუწესოს სანქციები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სხვა პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების შედეგების გაყალბებასა და ძალადობრივი რეპრესიების განხორციელებაზე.

რეზოლუცია ევროპარლამენტარებმა 574 ხმით 37 წინააღმდეგ მიიღეს, 82 კანონმდებელმა კი თავი შეიკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო