დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულება აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა, რაც ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის აღიარებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულება აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის აღიარებაა.

ზალკალიანის თქმით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული მიმართულება შეუქცევადია.

„ევროპარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა ასოცირების შეთანხმება და ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის, როგორ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური რეფორმებთან დაკავშირებით, ისე საგარეო პოლიტიკის სწორი კურსით. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქართველოს ევროპიზაციის კურსი არის შეუქცევადი. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით იმპლემენტაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის. მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების იმ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირმა გუშინ დაამტკიცა, საუბარია, რომ საქართველო არის მთავარი პარტნიორი რეგიონში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი გამოწვევები, რაც არის უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებული, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული აქცენტებია გაკეთებული და ცალსახად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს