რესპუბლიკური საავადმყოფოები ბათუმსა და რუხში ჩეხურ სამედიცინო აპარატებს მიიღებენ

ჩეხეთის განვითარების სააგენტო განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას ახალი ინიციატივის, Tied Financial Donation-ის ამოქმედებით. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩეხეთის განვითარების სააგენტოდან აცნობეს, რესპუბლიკური საავადმყოფოები ბათუმსა და რუხში პირველი ბენეფიციარები არიან და ჩეხურ სამედიცინო აპარატებს მიიღებენ.

მათი ცნობით, დღეს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სახელით ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა თბილისში, პეტრ მიკისკამ, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი გვაზავამ, რითაც ახალ თანამშრომლობას საძირკველი ჩაეყარა.

„ორივე საავადმყოფო ახლად აშენებულია და ნაწილობრივად დაიწყეს ფუნქციონირება ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ. თუმცა, ყველა განყოფილებას არ აქვს საჭირო აღჭურვილობა. დახმარება მიზნად ისახავს ორივე საავადმყოფოს თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას მათ მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი. პირველად მის ისტორიაში საავადმყოფო მოქალაქეებს სამეანო და პედიატრიულ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს და საამისოდ ჩეხური პროდუქციის გამოყენებაა გათვალისწინებული. ამასთანავე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო გათვლილია 220 საწოლზე და ახალი აღჭურვილობის მიღებით ქირურგიული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გაუმჯობესება მოხდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტრენინგებს საავადმყოფოების პერსონალისთვის, რომელსაც ჩეხი პროფესიონალები უზრუნველყოფენ.

„ისინი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პერსონალს და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას გაამარტივებენ. ჩეხეთის რესპუბლიკა მომავალშიც გააგრძელებს ორივე საავადმყოფოსთვის დახმარების გაწევას. ახალი აღჭურვილობის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება 2020 წლის ბოლომდე. საერთო ღირებულება 371 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 186 000 ევროს, ხოლო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო 185 000 ევროს მიიღებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო