ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში პირველ, სახელმწიფოსაგან აღიარებულ „ახალგაზრდული მუშაკის“ აკრედიტირებულ პროგრამას ახალგაზრდობის სააგენტო და საქართველოს ახალგაზრდული მუშაკთა ასოციაცია ერთობლივად განახორციელებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე არაფორმალური განათლების მიმწოდებელი, არსებული პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკები გადამზადდებიან, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. აღნიშნული პროგრამა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ხელს უწყობს ახალგაზრდული მუშაკების ახალგაზრდებთან ეფექტურ მუშაობას და მათთვის საჭირო კომპეტენციების გადაცემას.

„ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამისთვის" 30 პრაქტიკოსი ახლაგაზრდული მუშაკის შესარჩევად ღია კონკურსი იყო გამოცხადებული საქართველოს 10 რეგიონში. საერთო ჯამში 228 შემოსული განაცხადიდან, 30 აპლიკანტი გამოვლინდა, რომლებმაც შესარჩევი სამივე ეტაპი გაიარეს.

კანდიდატები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ გადამზადების 6 თვიან პროგრამას სახელმწიფოსაგან აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.

„ახალგაზრდული მუშაკის პროფესიონალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია“, სააგენტოს სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულებაა და ამასთან საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია. აღნიშნულს სააგენტო ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. ახალგაზრდული მუშაკი, ეს პროფესიაა!“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა