სპეციალური პენიტენციური სამსახური ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებას ყალბ ინფორმაციას უწოდებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და ყალბ ინფორმაციას უწოდებს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს რომ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი შიმშილობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხუთი მსჯავრდებული და ერთი ბრალდებული შიმშილობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციურ (გლდანის) დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან გამართულ აქციას უერთდება და ამ მოთხოვნით შიმშილობს. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და აქციის ორგანიზატორთა მხრიდან სავარაუდოდ, აქციაზე მეტი ადამიანის მოსაზიდად გამიზნული ქმედება.

სინამდვილეში, დღეის მდგომარეობით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხუთი მსჯავრდებული (ორმა მათგანმა შიმშილობა 14 სექტემბერს, ორმა - 15 სექტემბერს, ხოლო ერთმა - 16 სექტემბერს გამოაცხადა) და ერთი ბრალდებული (რომელმაც შიმშილობა 16 სექტემბერს გამოაცხადა) შიმშილობს. ხუთივე მსჯავრდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების მიზეზი არის მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან. ხოლო ბრალდებულის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზი არის სასამართლო პროცესის დროულად ჩანიშვნის სურვილი და, ბრალდებულის თქმით, მისი დაკავების უკანონობა.

აქვე, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, არ გაავრცელონ მსგავსი ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, მითუმეტეს ისეთი, რომელმაც შესაძლოა პატიმართა ოჯახების შეშფოთება ან პენიტენციური დაწესებულების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“,-ნათვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი შიმშილობს. ალექსანდრე კობაიძე, რომელიც მოშიმშილე დედების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, აცხადებს, რომ პატიმრებმა, მოშიმშილე დედებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მხარდაჭერის მიზნით, შიმშილობა დაიწყეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა