"რეფორმერსა" და ორგანიზაცია "უშუალო დემოკრატიულ მოძრაობის ეროვნულ კომიტეტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

პარტია "რეფორმერსა" და ორგანიზაცია "უშუალო დემოკრატიულ მოძრაობის ეროვნულ კომიტეტს" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რეფორმერიდან“ აცნობეს.

პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარის, თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, თანამშრომლობა მოიცავს მოქალაქეების სრულ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, რაც პარტია "რეფორმერის" მთავარი იდეოლოგიაა.

"ჩვენ გვაქვს იდეოლოგიური თანხვედრა, ხედვა მთავარ საკითხებზე, რომელიც უპირველესად მოიცავს საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, რომელიც წლებია მართავს ქვეყანას, ეს ადამიანები უნდა ჩამოშორდნენ პროცესებს და ქვეყანა უნდა მართოს ახალმა ძალამ, რომელიც რეალურად დაფუძნებული იქნება ხალხზე.

"უშუალო დემოკრატიული მოძრაობის ეროვნულ კომიტეტის" ერთ-ერთი მთავარი იდეა რეფერენდუმის წესით კანონის მიღების ან გაუქმების შემოღებაა. ამ ინიციატივით უშუალოდ ხალხს ეძლევა ბერკეტი აქტიურად ჩაერიოს მთავრობის საქმიანობაში, დაბლოკოს ხალხისთვის ყველა არასასურველი კანონი. კანონპროექტი უკვე მომზადებულია, საჭიროა პოლიტიკური ნება მის განსახორციელებლად“, - თორნიკე ჯანაშვილი.

როგორც "რეფორმერში" აცხადებენ, ამ ინიციატივით შესაძლებელია რეფერენდუმის წესი გამოყენებულ იქნეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ კანონების მიღებისას საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო კურსი, გარდა იმ კანონებისა, რაც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით: საკუთრების უფლება, ადამიანის ძირითადი უფლებები და ა.შ.

„ჩვენი პარტია იქნება იმ იდეების გამტარი, რაც "უშუალო დემოკრატიულ მოძრაობას" აქვს. ეს პლატფორმა არის პარტია "რეფორმერის" მხარდამჭერი საერთო იდეოლოგიიდან და მიზნებიდან გამომდინარე“, - აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა