გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.

გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება.

„შეხვედრაზე საქართველოსა და ესპანეთის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის, ხაზი გაესვა ტერორიზმისა და კიბერ საფრთხეების მიმართულებებს. გრიგოლ ლილუაშვილმა სტუმრებს, კონტრტერორისტული ცენტრის წარმატებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მხარეებმა აღნიშნულ სფეროებში ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში ანტონიო დობლასი და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო