ანზორ ბიწაძე - ნათია თურნავა იტყუება

ხელისუფლება არჩევნების გადაგორების მიზნით, ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვებს ახარჯვინებს და ქვეყნის წინაშე დანაშაულს სჩადის. ამ ფონზე კი ეკონომიკის მინისტრის განცხადება, თითქოს ლარის კურსის გაუფასურება ჯანსაღი პროცესია, ცინიკური და არაადეკვატურია”, - ამის შესახებ, „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

ანზორ ბიწაძის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურება საახალწლოდ ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწევს.

ნათია თურნავას განცხადებები მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება და „ქართული ოცების“ გუნდის პირობებშიც კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მეტიც, ცინიკური და არაადეკვატურია.

ეკონომიკის სამინისტრომ განგვიცხადა, რომ ლარის კურსის მერყეობა არის ჯანსაღი პროცესი და მას რეანიმაცია არ სჭირდება. ეკონომიკის მინისტრს უნდა ესმდეს, რომ ლარის კურსის მერყეობას აქვს როგორც დადებთი, ისე უარყოფითი დინამიკა და ამ შემთხვევაში ჩვენი ვალუტა მხოლოდ უარყოფითი მიმართულებით მიდის. ამ ფონზე ხელისუფლება არჩევნების გადაგორების მიზნით, ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვებს ახარჯვინებს და ქვეყნის წინაშე დანაშაულს სჩადის.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ნათია თურნავა იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ლარს რეანიმაცია არ სჭირდება და მისი გაუფასურება ჯანსაღი პროცესია. რეალურად, ეს ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურ გაღარიბებას იწვევს. შეუძლებელია სავალუტო რეზერვების ხარჯვით ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და ლარის ვარდნაც ამის ნათელი მაგალითია.

ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და პანდემიიდან ზუსტად ორ კვირაში წარვუდგინეთ ანტიკრიზისული, ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენის გეგმა, რადგან შეუძლებელია ლარის კურსის შენარჩუნება ქვეყანაში ძირეული ეკონომიკური ცვლილებების გარეშე.

სავალუტო რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, ვალუტის ვარდნა მაინც გრძელდება და ამის მიზეზი შემდეგია: იმპორტიორების მიერ ვალუტაზე მოთხოვნა შემცირდა, ისევე როგორც იმპორტზე, რადაგან მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობა დაეცა. ლარი კი უფასურდება იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას გამოაქვს საკუთარი დეპოზიტები დოლარში. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მის უკანასკნელ დანაზოგს ხარჯავს, როდესაც ეკონომიკის კრიზისის მთავარი ფაზა ჯერ არ დამდგარა. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ეკონომიკის სამინისტროს წარმოედგინა მოკლევადიანი და საშუალოვადიანი ანტიკრიზისული გეგმა, მაგრამ სანაცვლოდ ეკონომიკის სამინისტრო ხელისუფლების პოსტპანდემური პიარ -შტაბის დანამატად იქცა.

კიდევ ერთი ცინიკური ტყუილი დაპირება ის იყო, თითქოს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოვიდოდა, ასევე ჩინეთიდან ის ორგანიზაციები გადმოვიდოდნენ, რომელნიც ექსპორტს ეწევიან ევროპაში. ფაქტი ისაა, რომ არცერთ კომპანასთან მოლაპარაკება არ არის დაწყებული.

ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას, ყურადღებით დააკვირდნენ „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პოლიტიკას, გააცნობიერონ ეს ტყუილები და თავად განსაზღვრონ შესაძლებელია თუ არა ამ გუნდისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა. ნუ მოატყუებინებთ თავს ნურც თურნავას და ნურც ფინანსთა სამინისტროს.

ნათელია, რომ მოსახლეობის დანაზოგები 25 პროცენტით შემცირდა. ეკონომიკურ სექტორში სასწრაფო ცვლილებების გარეშე ჩვენ დავკარგავთ ჩვენი ისედაც მწირი წარმოების 25 პროცენტს და იმპორტზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. პირველი ნოემბრიდან კი ლარის ისეთი გაუფასურება დაიწყება, რომელიც მოსახლეობას ყოველგვარი შანსის გარეშე დატოვებს“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა