Facebook-ის წარმომადგენლის განცხადებით, აპრილ-ივნისის პერიოდში „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული 7 მილიონი ცრუ ინფორმაციის შემცველი პოსტი წაშალეს

Facebook-ის კონტენტის პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლის ჯესიკა ცაკერის ინფორმაციით, კომპანიამ მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებული 7 მილიონი ცრუ ინფორმაციის შემცველი პოსტი წაშალა Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებიდან. მისივე განმარტებით, ეს კომპანიის პოლიტიკის ნაწილია, რომლის თანახმადაც, სოციალური ქსელიდან იშლება ის კონტენტი, რომელიც მომხმარებელს დაუყოვნებლივ ფიზიკურ ზიანს აყენებს.

„ჩემი გუნდი კონტენტის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. ჩვენი სამუშაო გულისხმობს იმ წესების დადგენას თუ რა არის და რა არ არის ნებადართული პლატფორმაზე. ჩვენ ვფარავთ ბევრ საკითხს, მათ შორის, სიძულვილის ენას, ბულინგს, შევიწროვებასა და თაღლითობას, კონკრეტულად მე, ფოკუსირებული ვარ დეზინფორმაციაზე. ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ პოლიტიკა გლობალურად არსებული პრინციპებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ მომხმარებლების დაცულობა და უსაფრთხოება. როდესაც ხდება ზღვარის გადაკვეთა და მომხმარებლების ინტერესები საფრთხის წინაშე დგება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს რადიკალური მიდგომა და ვშლით მსგავსი სახის კონტენტს.

გვაქვს დეზინფორმაციაზე გათვლილი პოლიტიკა 2018 წლიდან, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვშლით დეზინფორმაციის შემცველ კონტენტს, რომელსაც შეუძლია დაუყოვნებელი ფიზიკური ზიანის გამოწვევა. როგორც იცით, კორონავირუსი მოწინავე თემაა ყველასთვის, მათ შორის, „ფაქთ ჩექერებისთვის“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, რომ დავუპირისპირდეთ მავნე გავლენის მქონე ინფორმაციას პანდემიასთან დაკავშირებით. იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, ჩვენ მივიღეთ ეს პოლიტიკა, რომ შვაჩეროთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება კორონავირუსთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკა გლობალურად არის მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი სახის კონტენტის წაშლა საქართველოშიც მოხდება. მიმდინარე წლის აპრილისა და ივნისის შუალედში ჩვენ წავშალეთ 7 მილიონი კონტენტი ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ამ პოლიტიკის დარღვევისა და კორონავირუსთან დაკავშირებული საზიანო ინფორმაციის გავრცელებისთვის“, - განაცხადა ჯესიკა ცაკერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს