დავით ბაქრაძე - ლარის გამყარების, ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური კრიზისის გადალახვის ერთადერთი გზა ამ არჩევნების გამოყენებაა

ლარის გამყარების, ქვეყნის წინსვლისა და კრიზისის გადალახვის ერთადერთი გზა ამ არჩევნების გამოყენებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც ლარის გაუფასურებასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკას გამოეხმაურა.

დავით ბაქრაძის თქმით, ლარის გაუფასურება გამოიწვია ივანიშვილის ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რასაც დაემატა კორონაკრიზისის არასწორი მენეჯმენტი და ეკონომიკის ჩაკეტვა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ როგორც მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უნდა გააუქმოს შემაფერხებელი რეგულაციები.

დავით ბაქრაძის თქმით, ამ კრიზისის გადალახვის ერთადერთი გზა არჩევნების გამოყენებაა, რათა ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოვიდეს.

„ქვეყანა შესულია ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, ლარის უკვე ტრადიციად ქცეულ გაუფასურებას დაემატა გაზაფხულზე არასწორი მენეჯმენტის შედეგად ეკონომიკის მთლიანად ჩაკეტვა. ასევე წელს დაემატა მთავრობის მიერ აღებული უზარმაზარი საგარეო ვალი და ახლა ემატება ის წინასაარჩევნო ვალდებულებები, რომლითაც ასე უხვად ტვირთავს ბიუჯეტს „ქართული ოცნება“ . ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ერთჯერადი ინტერვენციებით და მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ დოლარის გაყიდვით ლარი ვერ გამყარდება. ლარის გამყარებას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, სჭირდება გადასახადების შემცირება, სამთავრობო ხარჯების რადიკალური შემცირება, სჭირდება იმ შემაფერხებელი რეგულაციების გაუქმება, რომელიც შემოიღო მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა.ამ ყველაფერს ეს ხელისუფლება ვერ გააკეთებს, ამიტომ, ლარის გამყარებისთვისაც, ქვეყნის წინსვლისთვისაც და ეკონომიკური კრიზისის გადალახვისთვისაც ერთადერთი გზა გახლავთ ამ არჩევნების გამოყენება ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანისათვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა