„საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში, უბედური შემთხვევის შედეგად, ორი თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა“, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

„გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს