გიგა ბოკერია - ივანიშვილს და მის „კლოუნებს“ არ აქვთ უნარი და ხედვა, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანონ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას შეფასებით, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას მოქალაქეებზე წნეხი შეემცირებინა, ბოლო წლებში გადასახადები გაზარდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა.

”ის, რაც ხდება დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც ხდება ბოლო 8 წლის განმავლობაში- ლარის მერყეობა, გაუფასურება, ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. გადასახადების აწევის, ბიუროკრატიის ზრდის, მავნებლური ინიციატივების, ამ უტიფრობის, როდესაც დღესაც გვეუბნება ივანიშვილი, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფრის შეცვლას არ აპირებს. ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვება არის კატასტროფის ტოლფასი, რადგან ეს ყველაფერი, დღეს, პანდემიის ფონზე, არის სასიცოცხლო საფრთხის მატარებელი საშუალო კლასისთვის, განსაკუთრებით გაჭირვებული მოქალაქეებისათვის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკისათვის.

ივანიშვილის დამარცხებისთანავე აუცილებელია გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრებაში ქონების დაბრუნება, რეალური რეფორმები ამ მიმართულებით, რათა ეკონომიკა გამოცოცხლდეს და ქვეყანაში ვალუტა შემოვიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და შემოსავალი გაიზარდოს.

ივანიშვილს და მის „კლოუნებს“ არ აქვთ არც უნარი და არც ხედვა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ეკონომიკური კრიზისიდან, თუმცა აქვთ უტიფრობა, რომელმაც ქვეყანა ასეთ ჩიხში შეიყვანა. ამრიგად, ეროვნული ბანკის ჩარევა არაფერს არ შეცვლის, რომც დროებით რამე დასტაბილურდეს, ამას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა და იმ გეგმის განხორციელება, რაც აქვს „ევროპულ საქართველოს“, ანუ გარდამტეხი ცვლილებების. დრამატული დაწევა გადასახადების და ეკონომიკის ამუშავება, რათა ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას და ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები.

გარე ფაქტორები შეიძლება არსებობდეს, თუმცა ქვეყანას ჰყავს მთავრობა იმისთვის, რომ მათ ნაბიჯები გადადგან თავად და იმის მაგივრად, რომ მათ შეემცირებინათ გადასახადები, პირიქით გაზარდეს და ფუნდამენტურად უარი თქვეს წნეხის შემცირებაზე, მათ შორის განსაკუთრებული გაჭირვების, პანდემიის დროსაც.

ამრიგად, თუ არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ვერ შეიცვლება მდგომარეობა. ჩვენ ხელშეკრულებაში, სადაც კონკრეტული პუნქტებია ჩამოწერილი, აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ შევასრულებთ მათ და ქვეყანაში მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო