„სტრატეგია აღმაშენებელი“ - კორუფციული სქემაში, რომელიც ხელისუფლებას აკავშირებს კონკრეტულ ბიზნესებთან, მკვლევარების მიერ ტექნიკური შეცდომა იყო დაშვებული

„სტარატეგია აღმაშენებლი“ მათივე წევრის თამთა შამათავას მიერ დღეს დილით გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ბიზნეს კომპანიები ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებებში არიან, განმარტებებს აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტრატეგია აღმაშენებლიდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხზე განცხადების გაკეთებისას ტექნიკური შეცდომა იქნა დაშვებული.

"დღევანდელ გამართულ ბრიფინგზე, სადაც წარმოვადგინეთ კორუფციული სქემა, რომელიც ხელისუფლებას აკავშირებს კონკრეტულ ბიზნესებთან, მკვლევარების მიერ იყო დაშვებული ერთი ტექნიკური შეცდომა. კონკრეტულად, ერთ-ერთი ბიზნეს წარმომადგენელი ზურა ხაჩიძე დასახელდა იმ კომპანიების წარმომადგენლებში, რომლებსაც მთავრობასთან გარიგებები აქვთ. გვსურს განვმარტოთ, რომ ეს პიროვნება არ გახლავთ მომღერალი ზურა ხაჩიძე და მკვლევარების მიერ ტექნიკური შეცდომა იყო დაშვებული.

რაც შეეხება დანარჩენ ჩამოთვლილ კომპანიებსა და პირებს, ისინი ნამდვილად არიან ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაში ჩაბმული და სხვა, მცირე თუ საშუალო ბიზნესის ხარჯზე მდიდრდებიან" - აცხადებენ „სტრატეგია აღმაშენებელში“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს