გიგა ბოკერია IRI-ის კვლევაზე - მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურს ცვლილებები, ეს არის სწორედ ჩვენი მოქალაქეების ნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაში, როგორც სხვა სანდო კვლევებში, ნათლად ჩანს მოსახლეობის ნება და მზაობა ცვლილებებისასთვის.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებების შემდეგ, უნდა არსებობდეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ჩიხდან.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ხედვა, სხვა პარტიებისაგან განსხვავებით, ორიენტირებულია წინსვლასა და ცვლილებებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა არის დაგვიანებული, რადგან აგვისტოს შუა რიცხვებშია ჩატარებული, ისიც ასახავს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და რასაც ყველანი ვხედავთ. მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, ამ კვლევით სურს ცვლილებები, ეს არის სწორედ ჩვენი მოქალაქეების ნება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და არის კატასტროფის ტოლფასი, თუმცა არც უკან არ უნდა დავბრუნდეთ, როგორც ეს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას სურს. „ევროპული საქართველოს“ ხედვა არის წინსვლა და იმ ცვლილებებზე საუბარი მოქალაქეებთან, თუ როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან ივანიშვილის დამარცხების შემდეგ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო