გიგა ბოკერია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ამ ტიპის მძიმე შეფასება არ მახსენდება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და საქართველოს მთავრობის განცხადება ეხმაურება.

გიგა ბოკერიას თქმით, ასეთი მძიმე შეფასება ქვეყანაში განვითარების თვალსაზრისით ევროპარლამენტის მხრიდან მას არ ახსენდება.

ბოკერია ასევე დასძენს, რომ ასეთ კრიტიკულ ტექსტზე, ხელისუფლების პასუხი და მისი პოზიტიურად წარმოჩენა არის უტიფრობა და მოსახლეობის მოტყუება. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ უტიფრობას დაასრულებს ოქტომბრის არჩევნები და გარდამტეხი ცვლილებები.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ეს რეზოლუცია ნიშანდობლივია იმით, რომ მე ამ ტიპის მძიმე შეფასება ვითარების, ჯამურად ქვეყანაში, ტენდენციის თვალსაზრისით და ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, არ მახსენდება საერთოდ.

ყველა საკვანძო საკითხში და ყველა იმ გამოწვევასთან დაკავშირებით, რაც შექმნილია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, ან არ გამოსწორებულა ჩვენი ხელისუფლების შემდეგ, რაც უკავშირედება არჩევნეზე მოსყიდვას, ზეწოლას, დაშინებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ასევე 8 მარტის შეთანხმებას, მართლმსაჯულებას და პროპაგანდას, კრიტიკულადაა განხილული.

ამ ყველაფერზე მთავრობის მხრიდან თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, არის ისეთივე უტიფრობა, რასაც ამბობენ ეკონომიკურ ვითარებაზე. ეს არის მათი აბსურდული ტყუილების ნიაღვარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი არის კარგად.

ამ ყველაფერზე ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ არჩევნებზე, რადგან ასე გაგრძელება, მოსახლეობის ასე უტიფრად მოტყუება მაგონებს ჩრდილოეთ კორეის მაგალითს, თუ როგორ ატყუებენ თავის მოსახლეობას.

ივანიშვილს ამ მეთოდებით სურს მართვა პროპაგანდის და ამაზე ის პასუხს მიიღებს არჩევნებზე, დიდი და გარდამტეხი ცვლილებებით.“ -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა, დღეს, 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. 36-პუნქტიან დოკუმენტში საუბარია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და რეფორმების შესრულებაზე.

კონკრეტულად კი, ანგარიშის ავტორებმა შეაფასეს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში მიღწევები, როგორებიც არის: პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა