არასამთავრობო ორგანიზაციები განათლების სისტემის პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, განათლების სისტემის დეპოლიტიზების საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად. ამიტომ ისინი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები ხაზგასმით აღვნიშნავენ, რომ კომისიის მიზანი იქნება განათლების სისტემისა და სასკოლო საზოგადოების პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაცვა და შესაბამისი რეაგირება.

მათ დაუშვებლად მიაჩნიათ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნებისმიერი ფორმით გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვდივართ საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით. კომისიის მიზანი იქნება განათლების სისტემისა და სასკოლო საზოგადოების პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაცვა და შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებთ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ კომისიას დარღვევების შემთხვევაში.

კომისია ასევე ითანამშრომლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმაციის გაცვლისა და დარღვევათა გამოვლენის მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი არ გადაიქცეს სკოლებზე ადმინისტრაციული ზეწოლის ბერკეტად. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი პროცესი (ინსპექტირება, მონიტორინგი, შეფასება და სხვა) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, გადაიდოს საარჩევნო პროცესების დასრულებამდე. ხოლო უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, წარიმართოს ღიად, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, საზოგადოების (სამოქალაქო სექტორი, მედია) წარმომადგენელთა მაქსიმალური ჩართულობით. აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული შემოწმების შედეგები არ დაექვემდებაროს სკოლის ადმინისტრაციის საჯარიმო თუ სხვაგვარ პასუხისმგებლობას.

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს განათლების სისტემის დეპოლიტიზებას და არჩევნების დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარებას“,-აღნიშნულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციებია: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR),კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მშობლები განათლებისათვის; ლაიონს ქუესტ საქართველო - განათლების ლაბორატორია (LQG); საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა)სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი; Uni.ge (Erasmus+ ეროვნული ოფისი)განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM)მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაცია; PH International; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; მედია ცენტრი კახეთი„უკეთესი მომავლისათვის“; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ასოციაცია „ათინათი“; ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი; ასოციაცია „გაენათი“; ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“;არასამთავრობო ორგანიზაცია „დმანისელები“; სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი; მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება; ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობა“; ასოციაცია „ბილიკი“;ასოციაცია „სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“; განათლების სახლი;სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი; სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობელთა ასოციაცია „ილი“; ასოციაცია „იმედი“ - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის; აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია „დიოსკურია“;შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“;განათლების და განვითარების ცენტრი „თოლისკური“; ინიციატივების სახლი;საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია; ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის; ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია; რეაბილიტაციის და განვითარების ცენტრი; საქართველოს პორტრიჯის ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს