თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფაქტის დადგომისთანავე, თბილისის მერიამ ყველა იმ წესისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით იმოქმედა, რაც ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ არის მოწოდებული.

სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა თბილისის მერიის შენობა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან სავარაუდო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები და მათ უტარდებათ ტესტირება.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ პიროვნებას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერია პროტოკოლით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებსაც გაატარებს“,- აცხადებენ მერიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა