„თავისუფალმა საქართველომ“ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოდერძი კუბლაშვილი  წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოდერძი კუბლაშვილი წარადგინა. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტში გოდერძი კუბლაშვილის სახით, ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება.

კუკავას თქმით, ამომრჩევლებმა 31 ოქტომბერს, საარჩევნო ურნასთან სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ.

„გოდერძი თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია, ის არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას. გარდა ამისა, იგი თავისი საქმის პროფესიონალია, ამიტომ ჩვენმა პარტიამ ახალციხელებს მისი კანდიდატურა წარგიდგინათ, ახლა კი ყველაფერი თქვენს სწორ არჩევანზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კახა კუკავამ.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე კუკავამ განაცხადა, „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც დღეს ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ იბრძვის.

„საქართველო 30 წელია რაც ამ სისტემით იმართება. უკანა პლანზე გადადის ყველაფერი ის, რაც ეროვნულ ღირებულებებს წარმოადგენს, სამაგიეროდ კი, პრიორიტეტი უცხოურს ენიჭება. ასეა, დაწყებული ეკონომიკით და დამთავრებული პოლიტიკით. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვინმემ ეს განცხადებები ქსენოფობიაში ჩამითვალოს, მაგრამ რატომ უნდა იყოს მაღაზიების დახლებზე გამოფენილი უცხო ქვეყნის პროდუქცია, თუნდაც წვენები, როდესაც ჩვენი მოსავალი პირდაპირი გაგებით გვილპება ხოლმე და შემდეგ ნაგავშიც კი იყრება. განა საკუთარი ხელით არ გავკაფეთ ჩაის პლანტაციები და თავის დროზე, საკუთარი ხელით, ჯართის ფასად არ დავანგრიეთ ფაბრიკა-ქარხნები? ეს ჩვენი წარსული და ახლანდელი მწარე რეალობაა, რომელსაც წერტილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა უნდა დაუსვას“, - განაცხადა კახა კუკავამ.

გარდა ამისა, „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოდერძი კუბლაშვილის განცხადებით, საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს და ეს მომავალი აუცილებლად დადგება.

„ჩვენ ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს, „გვეშველება რამე“? ეს რიტორიკული შეკითხვა, ოცდაათ წელზე მეტია რაც ისმის. მინდა ვთქვა, რომ გამოსავალი, მხოლოდ ჩვენს სწორ არჩევანშია. ყველაზე დიდი ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს! ამიტომ, როდესაც საარჩევნო ურნასთან მივალთ, პატრიოტულ ძალებს უნდა მივცეთ ხმა და არა იმას, ვინ მეტად არის ცნობადი და ვის უფრო მეტი ფული აქვს. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ოლიგარქები საკუთარი ბიზნესინტერესებისა და კიდევ უფრო მეტი გავლენებისთვის იბრძვიან, ხოლო ხალხი - წინასაარჩევნოდ ახსენდებათ“, - განაცხადა გოდერძი კუბლაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა