რუმინეთმა თავდაცვის გასაძლიერებლად ამერიკისგან „Patriot“-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მიიღო

რუმინეთის ჯარმა, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ფარგლებში, აშშ-ისგან ხმელეთი-ჰაერის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების პირველი პარტია მიიღო.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „Patriot“ ამერიკული კომპანია Raytheon-ის მიერ არის წარმოებული.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუდოვიკ ორბანმა განაცხადა, რომ რაკეტების მიღება ნიშნავს რუმინეთისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

როგორც „როიტერი“ წერს, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ღირებულების სისტემა წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის საქმეში, რადგან ის ცდილობს რუსეთისგან მომავალი ნებისმიერი საფრთხე შეაჩეროს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო