პაატა იმნაძის განცხადებით, კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება. ამის შესახებ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა, რითიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 14-დღიანი საკარანტინო ვადა არ უნდა შეიცვალოს.

პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში კარანტინში ყოფნის ვადის ცვლილება არასწორად იქნა გაგებული.

მისი თქმით, 8-დღიანი კარანტინის გავლა, მხოლოდ ქვეყანაში შემომსვლელებს უწევთ, ხოლო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებისთვის კარანტინის ვადად განისაზღვრება 12 დღე.

იმნაძის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა ამართლებს.

„არასწორად იქნა გაგებული, ჩვენ ეს კარანტინი გვაქვს 8- დღიანი და მეთორმეტე დღეს კიდევ გადამოწმება ქვეყანაში შემოსული ადამიანებისთვის. ხოლო, ვინც დაავადებულის უშუალო კონტაქტია, მათთვის არაფერი შეცვლილა, 14 დღე არ გვაქვს, მაგრამ ამ ადამიანებისთვის გვაქვს მე-12 დღეს გატესტვა. ანუ, მეცამეტე დღეს ვუშვებთ კარანტინიდან.

ჩვენი მიდგომა ჯერჯერობით აბსოლუტურად ამართლებს, ანუ განსხვავება იმაშია, რომ თუ შენ დადასტურებულთან კონტაქტი ხარ, მაშინ გიწევს 12-დღიანი კარანტინი ჩვენი კანონებით, ხოლო თუ შენ უბრალოდ, შემოდიხარ ქვეყანაში, მაშინ გიწევს ის 8-დღიანი კარანტინი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება.

ცნობისთვის, BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების საგანგებო ვითარებათა უფროსი ოფიცრის კეთრინ სმოლვუდის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული 14-დღიანი კარანტინის ვადა არ უნდა შეიცვალოს.

მისივე თქმით, რეკომენდაცია ემყარება ვირუსის ინკუბაციური პერიოდისა და გადაცემის მეცნიერულ ახსნას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს