ირაკლი ნადარეიშვილი - მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილად ტურისტული ინდუსტრიისთვის

მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილად ტურისტული ინდუსტრიისთვის. ამას მოწმობს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაც, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით თბილისში ჩატარდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში გამართული საინვესტიციო პანელზე, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებს შეეხებოდა.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა კერძო სექტორის ინიციატივები, რომელიც გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში განხორციელდა.

ირაკლი ნადარეიშვილმა გლობალურ კომპანია „მასტერქარდ ევროპასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას გაუსვი ხაზი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია საქართველოსთან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ითანამშრომლებს.

„ეს არის გლობალურ ტურისტულ ინფორმაციაზე წვდომა და იმ ტრენდების შესახებ აქტუალური ინფორმაციის მიღება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება Covid-19-ის შემდგომ პერიოდში იმისთვის, რომ მოხდეს ტურისტული ინდუსტრის აღდგენა და დაბრუნება განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ვიყავით- მოხდეს სწრაფად, ეფექტიანად და ასევე, სწრაფად იქნას დაძლეული ის გამოწვევები, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაში გვაქვს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს