სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა!

საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა!- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წინანდლის მუზეუმმა შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები საჩუქრად გენერალ დე გოლის ძმისწულის, როჟე დე გოლის მემკვიდრის, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილის, მხატვარ ფრანსუა მარი ანტონიოზისგან მიიღო.

„ჩემთვის და ყველა ქართველისთვის დიდი პატივია ის, რაც დღეს წინანდალში ხდება, რომელიც საქართველოსთვის ყოველთვის იყო ევროპული კერა და საქართველოსა და ევროპის კულტურებს შორის გადებული ხიდი.

ალბათ, ვერასოდეს ვიოცნებებდით და მეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი ახალგაზრდობაში, რომ აქ ვიქნებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავესწრებოდი ასეთ ზეიმს - წინანდლის მუზეუმისათვის გენერალ დე გოლის წერილების გადაცემის პროცესს.

ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია სიმბოლურადაც. გენერალი დე გოლი საფრანგეთის ისტორიაში ძალიან დიდი პიროვნებაა, რომელიც დაკავშირებულია თავისი ქვეყნის გათავისუფლებასა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან. ამდენად, მისი საოჯახო კორესპონდენციის საქართველოში ჩამოტანა ღრმა დანიშნულებას იძენს.

საქართველო და საფრანგეთი, ძალიან განსხვავებული და ამავდროულად, ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული ქვეყნები არიან, თუნდაც იმით, რომ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ამ ორივე ქვეყნისთვის ყოველთვის იყო მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენ კიდევ ერთი რამ გვაკავშირებს - ის ფაქტი, რაც დე გოლის დროს მოხდა, ის ძალიან დიდი საჩუქარი საფრანგეთისგან, როცა საფრანგეთმა დე გოლის პირადი გადაწყევტილებით დაუბრუნა საქართველოს ის განძი, რომელიც პოლიტიკურ ემიგრაციაში ექვთიმე თაყაიშვილის დიდი ღვაწლით გადარჩა და შენარჩუნდა. დე გოლმა კი, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით, განძის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოხდა იმ დროს, როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, როცა ის იყო კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი.

რაღაც ისტორიული განზომილება არსებობს და მგონია, რომ ძალიან სწორ ადგილზე ჩამოვიდა დე გოლის კორესპონდენცია. აქ ის ძალიან დაფასებული იქნება. საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მუზეუმში მოვა, საფრანგეთის ისტორიის ეს ნაწილი დახვედრება აქ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა