უკრაინამ და აშშ-მა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ყოველწლიური საერთაშორისო სწავლება Rapid Trident („რაპიდ ტრაიდენტი“) ამერიკის არმიის ხელმძღვანელობით უკრაინაში, ლვოვის მახლობლად სამხედრო პოლიგონ „იავაროვაზე“ ტარდება.

სწავლებაში 10 ქვეყნიდან 4 000-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.

წვრთნების გახსნის ოფიციალურ ცერემონაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამედროვე, აღჭურვილი და ქმედითი შეიარაღებული ძალები მისი პრიორიტეტია და ის უკრაინის თავისუფალი განვითარების გარანტორია.

ცნობისთვის, პარალელურად, მეზობელ ბელარუსში ბრესტში მდებარე პოლიგონზე რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები „სლავური ძმობა“ მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს