ისანში მოსახლეობა ბინების დაკანონების მოთხოვნით აქციას მართავს

ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბინების დაკანონებას ითხოვს.

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ერთი პირი საპატრულო პოლიციის ავტომობილში ჩასვეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულია აქციის მონაწილე ქალი.

„დაკავებულია ქალბატონი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და წინააღმდეგობას გვიწევდა, ცდილობდა გზა გადაეკეტა. გადაყვანილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში“,- განაცხადა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა.

ადგილზე იმყოფება „ნაციონალურ მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, ხელისფლების მიდგომა გაუგებარია.

„იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებიდან ვინმე მოსულიყო და ამ ადამიანებს გასაუბრებოდა, გამგეობიდან, ან კანდიდატი, რომელიც დადის სკვერ-სკვერ. გამწარებული ხალხია, აქ არის ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი. ამის მაგივრად ახლა ადამიანებს აკავებენ. უბრალოდ, არ მესმის სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა, როდესაც ამ რაიონს აქვს გამგეობა და არიან პასუხისმგებლები, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აქციაზე მივიდა ისნის გამგეობის წარმომადგენელი. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით პროცედურები დაწყებულია.

„ვაგვარებთ პრობლემას, პროცედურები დაწყებულია, ეს პრობლემა 2009 წელსაც იყო. არც დენი ჰქონდა ამ ხალხს, დენით უზრუნველყოფა გავუკეთეთ, ახლა პრივატიზაციას ვცდილობთ.პროცედურები დაწყებულია. 3000 ფურცელია ამ ადამიანების საქმე, გაგზავნილია მერიაში და მიმდინარეობს შესწავლა“,- განაცხადა გამგეობის წარმომადგენელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს