ჩინეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 10 აგვისტოს შემდეგ

ჩინეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია 10 აგვისტოს შემდეგ, - შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ ქვეყანაში კოვიდ 19-ის შიდა გადაცემის ფაქტი არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევებიდან 13 შენსის პროვინციაში, 12 კი - შანხაიში დადასტურდა. შანხაიში დაინფიცირებული პირებიდან 9 ქალაქში 16 სექტემბერს მანილადან ჩამოფრინდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 20 ასიმპტომური შემთხვევაც გამოვლინდა.

ცნობისათვის, ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 85 255 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 4 634 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა