საფრანგეთში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთში ინფიცირების შემთხვევებმა განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატა, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ტესტი 1.2 მილიონამდე ადამიანმა ჩაიტარა, აქედან 5.4%-ის შემთხვევაში, პასუხი დადებითი იყო.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 415 481 შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება დაღუპულებს, საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს კიდევ 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ფატალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 31 095-მდე გაიზარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს