ნავალნის გუნდის წევრი - გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რომ ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე პასუხისმგებელია

სათანადოდ ჩატარებულმა რუსულმა გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კრემლი და უსაფრთხოების სამსახურები ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე პასუხისმგებლები არიან, - ეს განცხადება ნავალნის გუნდის წევრმა გეორგი ალბუროვმა YouTube-ზე გააკეთა.

გუშინ, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი ციმბირის ქალაქ ტომსკის სასტუმროს ოთახში მოწამლეს და არა აეროპორტში, როგორც აქამდე ფიქრობდნენ. მათივე თქმით, ნავალნი მას შემდეგ მოიწამლა, რაც ბოთლიდან წყალი დალია.

შეგახსნებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

იხილეთ ვიდეო:ნავალნის გუნდის წევრი - გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რომ ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე პასუხისმგებელია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა