პარლამენტში დღეს ნათია თურნავას ელოდებიან

დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ელოდებიან.

მინისტრი პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარდგება.

ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, პარტიის წევრები დღევანდელ სხდომას დაესწრებიან.

რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება. მინისტრს პარლამენტში 13:00 საათისთვის ელოდებიან.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა