„ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს

"ნაციონალური მოძრაობის" სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარტიის სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს.

როგორც ხაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

„დაარბიეს სამგორის საარჩევნო შტაბი, რომელიც მდებარეობს აფრიკის დასახლებაში. ჩალეწეს მინები, დააზიანეს ბანერები. შუაღამის 2 საათზე მოხდა შემთხვევა და თვითმხილველები ამბობენ, რომ 2 მამაკაცი იყო, რომელმაც ორგანიზებულად მოიტანა აგურები, დაუშინა და გაიქცა. ადგილზე იმუშავეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:"ნაციონალური მოძრაობის" სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს