თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი - ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას კიდევ ხუთი ქვეყანა განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი მარკ მოდოუსი აცხადებს, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის შემდეგ კიდევ ხუთი ქვეყანა განიხილავს.

მარკ მოდოუსს არ დაუკონკრეტებია, რომელ ხუთ ქვეყანას გულისხმობდა, თუმცა აღნიშნა, რომ სამი მათგანი რეგიონში მდებარეობს.

შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს. ხელის მოწერის ცერემონიალი აშშ-ში, თეთრ სახლში გაიმართა და მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასპინძლობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო